საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მარუხის უღელტეხილის დაბომბვის ფაქტს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დარღვევად განიხილავს.
საგარეო უწყების საპროტესტო ნოტაში ნათქვამია, რომ საქართველოს რუსეთისგან არა ერთხელ მოუთხოვია განმარტება რუსული გამანადგურებლების მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვისა და საჰაერო სივრცის დარღვევის უამრავ ფაქტთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ რუსეთი კვლავაც განაგრძობს დაბომბვებს.
დღეს დილით, 4:15 საათზე სოხუმიდან გამოფრენილმა ექვსმა მი-24 ტიპის ვერტმფრენმა და ოთხმა სუ-25 ტიპის გამანადგურებელმა მარუხის უღელტეხილის დაუსახლებელი ადგილები დაბომბეს. მსხვერპლი არ არის.
სამინისტროს პრესმდივანი ნინო სტურუა აცხადებს, რომ აფხაზებს 4 სუ-25 არ გააჩნიათ, ამიტომ სავარაუდოა, რომ მარუხი რუსეთის გამარადგურებელმა დაბომბეს.
This post is also available in: English (ინგლისური)