Site icon Civil.ge

შევარდნაძეს მას-მედიის წინააღმდეგ ზეწოლაში ადანაშაულებენ

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი დამოუკიდებელი სამაუწყებლო ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაში პრეზიდენტ შევარდნაძეს ადანაშაულებს. ამ ბრალდებას პარლამენტართა ერთი ნაწილიც იზიარებს.

კომპანიის ოფისის წინ მიმდინარე მიტინგზე გამოსვლისას დეპუტატმა კობა დავითაშვილმა პრეზიდენტს პოსტიდან წასვლისაკენ მოუწოდა. ელენე თევდორაძემ კი პრეზიდენტს ძალოვნების წახალისებაში დასდო ბრალი, რის საფუძველზეც უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა აშკარა დაშინების პოლიტიკას მიმართეს. 

This post is also available in: English (ინგლისური)