პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება დღეს დილით დაიწყო.
ზურაბ ჟვანია და პარლამენტართა უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვენ და რიგგარეშე სხდომაზე მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებენ. პრეზიდენტი შევარდნადძე თარგამაძიდა და მეფარიშვილის გადაყენების წინააღმდეგია.
პარლამენტი უფლებამოსილია ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, მხოლოდ 48 საათის შემდეგ. ამიტომ მოსალოდნელია, რომ სხდომა 2 ნოემბერს ჩატარდება.
უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე თანამდებობიდან გადადგა, თუმცა პარლამენტარებსა და რუსთაველის გამზირზე ათასობით შეკრებილ მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი.
This post is also available in: English (ინგლისური)