პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგის დაახლოებით 10,000 მონაწილე პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვს. ისინი დაშლას არ აპირებენ.
მათ მოთხოვნას ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ამჟამად კი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილიც იზიარებს. მან დემონსტრანტებს მიმართა, რომ მზადდება პროვოკაცია და სტუდენტებს, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ ამ მიტინგში, სიფრთხილისაკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავჯდომარე ზურაბ ჟვანია პრეზიდენტის გადადგომის წინააღმდეგია. იგი თვლის რომ ეს ნაბიჯი სამოქალაქო ომს გამოიწვევს.
This post is also available in: English (ინგლისური)