პრეზიდენტმა შევარდნაძემ თურქეთის პრეზიდენტს აჰმედ ნედჯეთ სეზერს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალებში მონაწილეობა შესთავაზე.
“თურქი სამხედროების მონაწილეობა სამშვიდობო კონტინგენტში დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება თუ გაერო-ს უშიშროების საბჭო კონფლიქტის ზონაში მყოფი ძალების ინტერნაციონალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ თურეთის პრეზიდენტთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დ.ს.თ.-ს ეგიდით მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე დადგენილება უკვე მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური)