Site icon Civil.ge

პარლამენტში მინისტრობის სავარუდო კანდიდატებს უკვე ასახელებენ

(თბილისი. 12 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – პარლამენტის კულუარებში მინისტროების სავარაუდო კანდიდატურების შესახებ კონსულტაციები უკვე დაიწყო.

დეპუტატებში გავრცელებული ხმების მიხედვით სახელმწიფო კანცელარიაში შემდეგი კანდიდატები განიხილებიან: სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ლევან ძნელაძე (საგადასახადო შემოსავლების ყოფილი მინისტრი), შიანგან საქმეთა მინისტი – კობა ნარჩემაშვილი (ამჟამდად მინისტრის მოადგილე), უშიშროების მინისტრი – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვალერი ხაბურზანია, ეკონომიკის, მშენებლობისა და ქონების მართვის გაერთიანებულ სამინისტროს ხელმძღვანელად გიორგი გაჩეჩილაძე (ქონების მართვის ყოფილი მინისტრი). დანარჩემ სამინისტროებში ხელმძღვანელობა არ შეიცვლება.

გენერალური პროკურირის ადგილას კი იუსტიციის ყოფილ მინისტრს როლანდ გილიგაშვილს ასახელებენ.

პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარმდგენის ვადა, უშიშროების მინისტრის პოსტზე 14 ნოემბრს, ხოლო დანარჩენი სამინისტროებისათვის 15 ნოემბრს იწურება.

This post is also available in: English (ინგლისური)