(თბილისი. 18 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტმა არჩევნები დაგმო.
პარლამენტის მიერ 10 ნოემბერს მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “აღნიშნული არჩევნები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, რომელიც რეგიონში სამშვიდობო პროცესს აფერხებს”.
არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი არ ესწრება. მონიტორიგს მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები ახორციელებენ. საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს რეგიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობაც.
This post is also available in: English (ინგლისური)