Site icon Civil.ge

პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება სურს

(თბილისი. 26 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტი პრეზიდენტ შევარდნაძეს რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთავაზობს, რათა დეპუტატებმა მინისტრთა კანდიდატების განხილვა გააგრძელონ. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ეს კვირა არ არის სასესიო, ამიტომ პრეზიდენტის თანხმობაა საჭირო რათა რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს.

გასულ კვირას პარლამენტმა 7 კანდიდატურა განიხილა, აქედან ერთი მათგანი – ნინო ჩხობაძის კანდიდატურა პარლამენტმა ჩააგდო.

მოსალოდნელია, რომ კანდიდატურების განხილვისას ყველაზე დიდ პრობლემებს ფინანსთა ექს-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი წააწყდება. 

This post is also available in: English (ინგლისური)