(თბილისი. 1 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – გუშინ, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა რომ იგი აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის დაჩქარების მომხრე არ არის.
მართალია პარლამენტმა მიიღო დადგენილება დ.ს.თ.-ის მშვიდობო ძალების საერთაშორისო კონტიგენტით ჩანაცვლების თაობაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამის თაობაზე მე უნდა მივიღო.
ოქტომბერში, როდესაც პარლამენტმა აღნიშნული დადგენილება მიიღო, შევარდნაძემ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს დეპუტატების გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს რათა დ.ს.თ.-ის ეგიდით მყოფი რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო კონტიგენტით ჩანაცვლების პროცესი დაჩქარებულიყო.
This post is also available in: English (ინგლისური)