Site icon Civil.ge

დაკავებული არაბი საქართველოში ადამიანთა გატაცებებშია ჩარეული?

(თბილისი. 1 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – საველე მეთაურ ჰათაბის უახლოესი თანაშემწე აბუ საიაჰი, რომელიც ჩეჩნეთში გუშინ დააკავეს, საქართველოში ადამიანთა გატაცებებში არის ჩარეული, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

პრეზიდნენტ პუტინის განცხადებით აბუ საიაჰს პანკისის ხეობაში მყოფ ტერორისტებთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

ამჟამად პანკისის ხეობაში მძევლებად ესპანეთის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება.

ქართველი სამართალდამცველების განცხადებით პანკისში ჩეჩნურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც ადამიანთა გატაცებებით არის დაკავებული. დღემდე პოლიციამ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი ვერც ერთი პიროვნება ვერ დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური)