Site icon Civil.ge

დეპუტატთა ნაწილი ნოემბრის მოვლენების შესწავლას ითხოვს

(თბილისი. 4 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, დეპუტატთა ერთმა ნაწილმა  ნოემბერში სტუდენტთა გამოსვლების მიზეზების შესწავლა მოითხოვა.

“ახალი ფრაქციის” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია გამოძიებულ იქნას ნოემბრის მოვლენები, რადგან მიტინგი პარლამენტის შენობის წინ არასანქცირებული იყო. ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი თარგამაძის განცხადებით კი უნდა დადგინდეს თუ რომელი პოლიტიკური ძალა იდგა აქციის ზურგს უკან.

ფრაქცია “XXI საუკურის” თავმჯდომარემ ვახტანგ ბოჭორიშვილმა ამ მოთხოვნებს კომუნისტების დროინდელი განცხადებები უწოდა.

პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ნოემბრის აქციების ორგანიზებაში მიხეილ სააკაშვილს და რეფორმატორთა გუნდის სხვა წევრებს ადანაშაულებს. სტუდენტთა აქციის შედეგად 1 ნოემბერს პრეზიდენტმა მთელი მთავრობა დაითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური)