Site icon Civil.ge

ავთაბდილ ჯორბენაძე – სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი

(თბილისი. 17 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად ავთანდილ ჯორბენაძე დაასახელა. იგი ამჟამად სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის მინისტრია.

“ავთანდილ ჯორბენაძე არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას და კარგი ორგანიზატორია,” განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.

ჯორბენაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე პარლამენტმა 4 დეკემბერს, ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით დაამტკიცა.

This post is also available in: English (ინგლისური)