(თბილისი. 17 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 17-19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ბრუსელში ევრო-ატლანტიკური საბჭოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ბრუსელში დავით თევზაძე თავის რუს კოლეგას სერგეი ივანოვს შეხვდება. მოსალოდნელია რომ ამ მოლაპარაკების დროს ისინი განიხილავენ 27 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის გამოძიების საკითხებს.
საქართველო რუსეთს ბრალს დებს დაბომბვაში. რუსეთის მხარე კი ამ ბრალდებას უარყოფს. ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, შევარდნაძემ და პუტინმა, მოილაპარაკეს შეექმნათ ერთობლივი კომისია, რომელიც მომხდარს გამოიძიებს.
საქართველო რუსეთის მთავრობას კომისიის შექმნის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
This post is also available in: English (ინგლისური)