(თბილისი. 18 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” პარტიასთან იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს თუ პარტიის ყრილობაზე, რომელიც 22 დეკემბერს არის დაგეგმილი, ზურაბ ჟვანიას გუნდი პარტიაზე კონტროლს განამტკიცებს.
მოქალაქეთა კავშირის სხდომა გადაწყვეტს თუ ვის დარჩება პარტია – პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებს, თუ რეფორმატორებს, რომლებიც პრეზიდენტის პოლიტიკას აკრიტიკებენ.
“მოძრაობა დემოდრატიული რეფორმებისთვის” ფრაქციის წევრები იმედოვნებენ რომ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე წარმატებას მიაღწევს.
ეს ფრაქცია გუშინ ჩამოყალიბდა. იგი მიხეილ სააკაშვილის “ახალი ნაციონალისტური მოძრაობის” საპარლამენტო დასაყრდენია. ახალ ფრაქციაში სააკაშვილის ჩათვლით 10 დეპუტატია გაერთიანებული.
This post is also available in: English (ინგლისური)