Site icon Civil.ge

ომბუდსმენი პარლამენტს ჯარში თვითმკვლელობის ფაქტების გამოძიებას თხოვს

(თბილისი. 19 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “პარლამენტმა უნდა შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოს ჯარში მკვლელობების და თვითმკვლელობების გახშირებულ ფაქტებს გამოიძიებს,” განაცხადა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა დღეს ადამის უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ გამართულ სხდომაზე. ომბუდსმენმა გააკეთა ყოველწლიური მოხსენება, ადამიანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

ნანა დევდარიანის განცხადებით 1991 წლიდან მოყოლებული დღემდე, მშვიდობიან პერიოდში 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა საქართველოს ჯარში. ნანა დევდარიანმა აგრეთვე განაცხადა რომ ამის მიზეზია კორუფცია, მძიმე სოციალური პირობები და ძალადობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

This post is also available in: English (ინგლისური)