Site icon Civil.ge

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი უზენაეს სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწვწლობის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი არ ეთანხმება თბილისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას და სარჩელის შეტანას უმაღლეს სასამართლოში აპირებს.

18 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ლევან ბერძენიშვილი გაამართლა. ლევან ბერძენიშვილმა ვანო ჩხარტიშვილს საგაზეთო პუბლიკაციაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი უწოდა. რის გამოც ჩხარტიშვილი ცილისწამებისთვის ბერძენიშვილსგან 1 მილიონ ლარს მოთხოვდა.

ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ის უჩივლებს ყველას ვინც იგი საჯაროდ კორუფციაში დაადანაშაულა.

This post is also available in: English (ინგლისური)