Site icon Civil.ge

რუსეთის სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში ჩამოვიდა

(თბილისი. 20 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის დელეგაცია რომლის სათავეში უდგას რუსეთის დუმის დ.ს.თ.-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი დღეს თბილისში ჩამოვიდა.

21 დეკემბერს რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკება უნდა გამართოს საქართველოს მხარესთან, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი  ხელმძღვანელობს. ისინი მოლაპარაკებას გამართავენ რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკება ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გადაიდო საქართველოს სამთავრობო კრიზისის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური)