(თბილისი. 26 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 26 დეკამბერს გამართულ სახალმწოფო სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე პოპულიზმში დაადანაშაულა.
მთავრობის სხდომაზე გაკეთებული მოხსენებისას ლევან მამალაძემ მასწავლებლებისათვის ხელფასების გაზრდა მოთხოვა. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით მამალაძის აღნიშნული მოხსენება მხოლოდ საკუთარ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება. პრეზიდენტმა ქვემო ქართლის გუბერნატორს ურჩია მომავალში თავი შეეკავებინა ამ სახის გამოსვლებისაგან.
იმ ფონზე, რომ ბოლო დროის განმავლობაში ლევან მამალაძე პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლება, შევარდნაძის აღნიშნული კრიტიკა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა.
This post is also available in: English (ინგლისური)