(თბილისი. 4 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ ვერ შეძლო 2 იანვრს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის “კავკასიონის” აღდგენა. “კავკაისონი” რუსეთიდან ელექტროენერგიით ამარაგებდა საქართველოს.
ამჟამად ელექტროენერგია თბილისის მხოლოდ სასიცოცხლო ობიექტებს მიეწოდება.
ამჟამად, საქართველოს დიდად არის დამოკიდებული სომხეთიდან შემოსულ ელექტროენერგიაზე. 3 იანვარს “ეი-ი-ეს”-მა ერთი თვით გაახანგრძლივა სომხეთთან არსებული კონტრაქტი ელექტოენერგიის შესყიდვის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური)