(თბილისი. 9 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) -პრეზიდენტმა შევარდნაძემ 8 იანვარს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამართალდამცველებს ტერორიზმისა და ადამიანთა გატაცებების წინააღმდეგ საბრძოლველად ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა, იტყობინება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება განიხილეს, სადაც “ავღანელთა კავშირის” დაახლოებით 40 წევრი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ხეობაში გატაცებული ადამიანების განთავისუფლებას ითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური)