Site icon Civil.ge

უშიშროების მინისტრი ახმეტის რაიონში

(თბილისი. 10 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს ახმეტაში, პანკისის ხეობაში შექმნილ რთულ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით, ხეობის უხეუცესებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან მართავს შეხვედრას,.

ხეობის უხუცესების უკმაყოფილებას გამოთქვამენ სამართალდამცველების მხრიდან კრიმინალთა თარეშის აღსაკვეთათ გაწეულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ამჟამად, პანკისის ხეობის შესასვლელთან საპროტესტო აქციას მართავენ ხეობაში გატაცებული სასაულიერო პირის ბასილ მაჩიტაძის ნათესავები და ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის 50-მდე წევრი. ისინი პანკისის ხეობაში გატაცებული ადამიანიების განთავისუფლებას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური)