(თბილისი. 10 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან ვალერი ხაბურძანიასთან დღეს გამართული შეხვედრისას ახმეტის რაიონის ხელმძღვანელობამ სამართალდამცველებს ულტიმატუმი წამოუყენა.
იმ შემთხვევაში თუ ერთი კვირის განმავლობაში პანკისში კრიმინოგენული ვითარება არ გამოსწორდება ისინი თანამდებობიდან გადადგებიან და საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
ამჟამად ხეობაში ორი ადამიანია გატაცებული, რომელთა გასათავისუფლებლად კრიმინალები გამოსასყიდს ითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური)