Site icon Civil.ge

ლევან ბერძენიშვილი “ახალ ნიციონალურ მოძრაობას” თანათავმჯდომარეობას გაუწევს

(თბილისი. 11 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმ ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ იგი “ახალ ნაციონალურ მოძრაობას” თანათავმჯდომარეობას გაუწევს.

“ახალი ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის გარშემო შეიქმნა. ახალი მოძრაობა თავის მოღვაწეობას კორუფციის წინააღმდეგ და დემოკრატიოული რეფორმების გასატარებლად ბრძოლით იწყებს.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, ის აპირებს გადახედოს მოძრაობის სამოქალაქო მხარეს და დატოვებს ახალ თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად იქცევა.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რევაზ შავიშვილი მოძრაობას შეუერთდება როგორც მისი მეორე თანათავმჯდომარე.

This post is also available in: English (ინგლისური)