(თბილისი. 12 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – წინასწარი ინფორმაციით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში აღმოჩენილია რადიაციის ორი წყარო.
12 იანვარს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ნინო ჩხობაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით წალენჯიხის რაიონში გაემგზავრება.
2001 წლის დეკემბერში, წალენჯიხის რაონში უკვე აღმოაჩინეს რადიაციის ერთი წყარო სტრონციუმ 90, რომლითაც სამი ადბილობრივი მაცხოვრებელი დასხივდა.
This post is also available in: English (ინგლისური)