(თბილისი, 19 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 18 იანვარს, გვიან საღამოს პარლამენტმა 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტარები აცხადებენ, თუ ბიუჯეტში კონკრეტულად არ დაფიქსირდება მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატება მეორე მოსმენით ბიუჯეტის დამტკიცებას პრობლემები შეექმნება.
დეპუტატები აკრიტიკებდნენ წარმოდგენილ პორექტს და საშემოსავლო ნაწილის სულ ცოტა 140 მილიონი ლარით გაზრდას მოითხოვდნენ. მთავრობამ შემოსავლები 25 მილიონით გაზარდა. ამის მიუხედავად ბიუჯეტის დამტკიცება მაინც მოხდა.
This post is also available in: English (ინგლისური)