(თბილისი, 21 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – “ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვწტილებები პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, წარმატებულად მიმდინარეობს,” განაცხადა 21 დეკემბერის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
21 იანვარს შევარდნაძე პანკისის ხეობაში გამგზავრებას აპირებდა, “მაგრამ ამჟამად ეს საჭიროებას არ წარმოადგენს”, განაცხადა მან.
ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, 15 იანვარს სამართალდამცავებმა პანკისის ხეობაში კრიმინალური სამყაროს ბრძოლა დაიწყეს.
დღესდღეისობით პანკისში ოთხი ბოროტმოქმედი დააკავეს. გამტაცებლებს ორი ადამიანი კვლავაც გატაცებული ჰყავთ. მათ გასათავისუფლებლად კრიმინალები გამოსასყიდს ითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური)