Site icon Civil.ge

საპროტესტო აქციის მონაწილენი იმედგაცრუებულნი არიან

(თბილისი, 23 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – ახმეტის რაინში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილენი, რომლებიც პანკისის ხეობაში კრიმინოგენული ვითარების გამოსწორებას და მძევლების განთავისუფლებას მოითხოვენ, აცხადებენ, რომ სამართალდამცველების მიერ დაწყებული ოპერაცია არასაკმარისია.

ისინი ძალოვნებისგან უფრო ქმედითი ზომების მიღებას მოითხოვენ ვიდრე ეს საგუშაგოების ხეობის სეღრმეში გადატანაა.

ახმეტის რაონში საპროტესტო აქცია 7 იანვრიდან მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური)