(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 23 იავარს მინდია უგრეხელიძე ხელმეორედ აირჩიეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარგზავნილ ქართველ მოსამართლედ, იტყობინება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეს-სამსახური.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ უგრეხელიძე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიიდან ამოარჩია.
მინდია უგრეხელიძე განახლებულ მოვალეობას 2002 წლის 25 ივნისიდან 2007 წლის 31 ოქტომბრამდე შეასრულებს.
1990-98 წლებში იგი იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.
This post is also available in: English (ინგლისური)