Site icon Civil.ge

ბრიტანეთი საქართველოს დახმარებას ჰპირდება

(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – “საქართველოსა და ბრიტანეთს განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ბრიტანეთი შეეცდება დაეხმაროს საქართველოს არსებული პრობლემების გადაჭრაში”, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის განყოფილების დირექტორმა ჯონ მაქგრეგორიმ 23 იანვარს მისი ორდღიანი ვიზიტისას საქართველოში. 

ბრიტანელმა დიპლომატმა მოინახულა ეუთო-ს დამკვირვებლები, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთს მეთვალყურეობენ. ჯონ მაქგრეგორის განცადებით, ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიაში დღესდღეობით ორი ბრიტანელი მსახურობს და ეს რიცხვი 2002 წლის ზაფხულისთვის ხუთამდე გაიზრდება.

ვიზიტისას ჯონ მაქგრეგორი ასევე ხვდება ქართველ სახელმწიფო მოხელეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში.

This post is also available in: English (ინგლისური)