Site icon Civil.ge

“მოქკავშირი” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ითხოვს

(თბილისი, 29 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – “მოქალაქეთა კავშირი” 2002 წლის ივნისისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ამ თემასთან დაკავშირებით ფრაქციამ 29 იანვარს სხდომა გამართა.  “მოქალაქეთა კავშირი” რეგიონების გუბერნატორების და მერების არჩევითობას მოითხოვს.  ამჟამად გუბერნატორებს და მერებს პრეზიდენტი ამტკიცებს.

ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, თვითმმართველოს კანონპროექტის ცვლილება კონსტიტუციაში არსებული თვითმმართველობის ამჟამინდელი კანონის მიხედვით უნდა მოხდეს.

თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კუსიანმა 29 იანვარს “სივილ ჯორჯია”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კანონპროექტი ერთ კვირაში მზად იქნება. 

This post is also available in: English (ინგლისური)