Site icon Civil.ge

საქართველო კოდორის დაბომბვას უარყოფს

(თბილისი, 31 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ კოდორის ხეობის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია უარყო.

“ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და მე უარვყოფ კოდორის ხეობის დაბომბის ფაქტს,” განაცხადა დავით თევზაძემ 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ივერი ჭელიძემ 31 იანვრის საპარლამენტო სესიაზე ადგილობრივი მაცხოვრებლის ცნობაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ გასულ ღამეს კოდორი ამოუცნობმა საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს.

This post is also available in: English (ინგლისური)