Site icon Civil.ge

გაერო-მ ქართულ-აფზაური კონფლიქტის შესახებ დოკუმნტი მიიღო

(თბილისი, 1 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 31 იანვარს გაერო-ს პრესცენტრის განაცხადებით, გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის” შესახებ რეზოლუცია მიიღო.

უშიშროების საბჭომ აგრეთვე მოიხსენია 17 იანვარს ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის კოდორის ხეობასთან დაკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტი.

მოლაპარაკების თანახმად, საქართველომ კოდორის ხეობიდან თავისი შეიარაღებული ძალები უნდა გამოიყვანოს.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ თბილისსა და სოხუმს ამ ოქმის პირობების შესრულებისკენ მოუწოდა.    

This post is also available in: English (ინგლისური)