Site icon Civil.ge

აფაზური მხარე გაერო-ს რეკომენდაციის შესრულებაზე უარს აცხადებს

(თბილისი, 6 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “მე ველოდი, რომ აფხაზური მხარე უარს იტყოდა გაერო-ს რეკომენდაციის შესრულებაზე,” განაცხადა სოხუმიდან 5 თებერვალს დაბრუნებულმა, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა.

სოხუმში ბოდენმა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასთნ მოლაპარაკებები გამართა გაერო-ს 31 იანვრის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

რეზოლუცია აფხაზურ მხარეს მოუწოდებს დაიწყოს მოლაპარაკებები აფხაზეთის საქართველოს ფარგლებში სტატუსის განსასღვრისათვის.

This post is also available in: English (ინგლისური)