Site icon Civil.ge

ნარჩემაშვილი პოლიციის უფლებებს ზღუდავს

(თბილისი, 6 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 6 თებერვალს გამოსცა სპეციალური ბრძანებულება, რომლის თანახმადაც პოლიციას არ აქვს უფლება ნარკოტიკებზე შემოწმების მიზნით მოქალაქე ქუჩაში გააჩეროს.

ნარკოტიკებზე პიროვნების შემოწმების უფლება ექნება მხოლოდ და მხოლოდ სპეციულიზირებულ დანაყოფს – ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებოს ოპერატიული ინფორმაცია.

This post is also available in: English (ინგლისური)