საქართველოს უშიშროების სამინიტრომ საუდის არაბეთის და იორდანიის მოქალაქეები დააკავა. მათ პანკისში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების შექნის მცდელობაში ადანაშაულებენ.
“შეიარაღებული დაჯგუფებების მიზანი რუსეთში ტერორისტული აქტების განხორციელება იყო,” განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 9 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მისი განცხადებით შარშან საქართველოს უშიშროების სამსახურმა 10 კაციანი ჯგუფის დაკავება შეძლო, რომლებიც თურქეთიდან საქართველოს გავლით ჩეჩნეთში აპირებდნენ გადასვლას.
მინისტრიეს ინფორმაციით ეს დაჯგუფებები წრთვნებს თურქეთში, არალეგალურ ბაზებზე გადიოდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური)