(თბილისი, 11 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 10 თებერვალს პრეზიდენტმა შევარდნაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა მისი რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კობა ბუჩუკური.
ამის მიზეზი 9 თებერვალს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მირიან გოგიაშვილის მოხსენება გახდა, რომლის მიხედვითაც ბუჩუკური რამოდენიმე კომერციულ საწარმოში წილს ფლობს, რაც სახელმწიფო მოხელისთვის აკრძალულია.
ამას გარდა, გოგიაშვილმა განაცხადა, რომ რწმუნებულს აღნიშნული წილები ქონებრივ დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი.
This post is also available in: English (ინგლისური)