Site icon Civil.ge

ადგილობრი თვითმმართველობის არჩევნების კანონპროექტი – პარლამენტისთვის პრიორიტეტი

(თბილისი, 11 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ახალი კანონპროექტის მიღებას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საგაზაფხულო სესიების მთავარ ამოცანად მიიჩნევს.

11 თებერვალს გამართულ პრეს კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნები გადადება მისთვის მიუღებელია.

პარლამენტარების ნაწილი, განსაკუთრებით ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი”-ის წევრები თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2002 წლის ზაფხულში უნდა ჩარტარდეს.

პარლამენტის თავმჯდომარე აგრეთვე თვლის, რომ საარჩევნო და საგადასახადო კოდექში ცვლილებების შეტანა არანაკლებ მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის.

12 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება.

This post is also available in: English (ინგლისური)