Site icon Civil.ge

რუსეთი პანკიში ბინ-ლადენის შესაძლო არსებობის მტკიცებას განაგრძნობს

(თბილისი, 19 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, რომელიც პანკისის ხეობაში ბინ-ლადენის შესაძლო ყოფნას ეხებოდა, 18 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ “არ არსებობს იმის დამამკიცებელი საბუთები, რომ ბინ-ლადენი პანკისში არ იმყოფება”.

საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ასეთ განცხადებას `არასერიოზული” უწოდა.

18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ის განაცვიფრა.

 

This post is also available in: English (ინგლისური)