Site icon Civil.ge

თევდორაძე საჯაიას სიკვდილში ყოფილი შს მინისტრის შესაძლო როლზე საუბრობს

(თბილისი, 26 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – ნუგზარ საჯიას ერთ-ერთ მემკვიდრედ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე სახელდება.

“ამ პოსტის დაკავების სურვილი თარგამაძეს ნამდვილად დიდი აქვს და მისი როლი მომხდარში არც თუ ისე პატარაა”, განაცხადა დეპუტატმა ელენე თევდორაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

კახა თარგამაძემ შს მინისტრის პოსტი 2001 წლის 1 ნოემბერს დატოვა. ამ დროისათვის მის გადადგომას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი სტუდენტობა მოითხოვდა.

This post is also available in: English (ინგლისური)