(თბილისი, 26 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს შორის, რომელიც 26 თებერვალს ჭუბურხინჯში უნდა შემდგარიყო, უამინდობის გამო გადაიდო.
საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრს მალხაზ კაკაბაძეს აფხაზურ მხარესთან კოდორის ხეობაში ერთობლივი ქართულ-აფხაზური მონიტორინგის საკითხი უნდა განეხილა.
შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოში გაეროს მისიის სამხედრო დამკვირვებლს ანის აჰმედ ბაჯვას.
გასულ კვირას შემდგარი შეხვედრისას მხარეები ხეობაში ერთობლივი მონიტორინგის დეტალებზე ვერ შეთანხმდენენ.
This post is also available in: English (ინგლისური)