Site icon Civil.ge

პარლამენტი აფხაზეთის შესახებ რუსეთის ოფიციოზის განცხადებებს აკრიტიკებს

(თბილისი, 28 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინიციატივა განიხილონ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხი საქართველოს მიმართ აგრესიის აშკარა გამოხატულებაა”, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ დღეს გამართულ საპარლამენტო სესიაზე.

რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რაგოზინმა კომიტეტის ინიციატივა 27 თებერვალს გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის წევრები რუსი დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას აპირებენ.

ქართველი დეპუტატების აზრით, რუსეთი შეშფოთებულია სამხედრო დახმარების გამო, რომელსაც აშშ საქართველოსთვის გამოყოფს, და ახლა საქართველოს მისი თვითაღიარებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებით ემუქრება.

This post is also available in: English (ინგლისური)