(თბილისი, 1 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ყაზახეთში გამართულ დსთ-ს სამიტზე შევარდნაძე თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობის საკითხთან ერთად რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხიც იქნება განხილული.
სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ `არავითარი ტრაგედია იმაში, რომ ამერიკა საქართველოს დახმარებას უწევს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ არის.”
`უცნაური არაფერია, რომ აშშ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეხმარება, ასეთი დახმარების გაწევა არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია,” განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა არაფორმალური სამიტის დასრულების შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური)