(თბილისი, 4 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმირ რუშაილო 2 მარტს თბილისში ყოფნისას პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდა.
შევარდნაძემ და რუშაილომ უშიშროების სფეროში თანამშრომლობის საკითხები და პანკისის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს.
რუშაილო გამოვიდა ინიციატივით, რომ მარტში შედგეს ოთხი კავკასიური ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) ეროვნული უშიშროების საბჭოების მდივანთა შეხვედრა, რათა უშიშროების სფეროში თანამშრომლობა ძალაში შევიდეს.
ვლადიმირ რუშაილო თბილისში 2 მარტს იმყოფებოდა. ის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას დაკრძალვას დაესწრო.
This post is also available in: English (ინგლისური)