Site icon Civil.ge

რუსეთის უშიშროების სამსახური სამშობლოში დაბრუნებულ ჩეჩნებს შეამოწმებს

(თბილისი, 4 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური პანკისის ხეობიდან სამშობლოში დაბრუნებულ ჩეჩნებს შეამოწმებს, განაცხადა 4 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა ჩეჩნეთში ალექსანდრ პატაპოვმა.

რუსეთის მხარე შიშობს, რომ ლტოლვილებთან ერთად ჩეჩნეთში შესაძლოა მეომრებმაც შეაღწიონ.

ამ მომენტისათვის ჩეჩენი ლტოლვილების ნაწილს არ სურს სამშობლოში დაბრუნება. ისინი თვლიან, რომ რეპატრიაციის შემდეგ რუსეთი მათ ე.წ. საფილტრაციო ბანაკებში მოათავსებენ.

1 მარტს თავის ქარველ კოლეგასთან ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩეჩნების რეპატრიაციიის საკითხს დააჩქარებს.

ამჟამად პანკისში 7.000-ზე მეტი ჩეჩენი ლტოვილი იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური)