(თბილისი, 4 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე მეტი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, ამიტომ საქართველო – ამერიკის თანამშრომლობა გასაკვირი არ უნდა იყოს,” განაცხადა 4 მარტის რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
“ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა რუსეთისგან გამიჯვნას არ ნიშნავს,” განაცხადა შევარდნაძემ.
თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთმა საქართველოდან გასვლისას მთელი სამხედრო ტექნიკა წაიღეს და მხოლოდ უვარგისი სამხედრო ტექნიკა დატივეს.
This post is also available in: English (ინგლისური)