Site icon Civil.ge

მსოფლიო ბანკი ფინანსურ დახმარებას შეგვიმცირებს

(თბილისი, 7 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 7 მარტს მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუდი ო’კონერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს თემურ ბასილიას შეხვდა.

შეხვედრის მსვლელობის დროს ჯუდი ო’კონერმა დაადასტურა, რომ 2003 წლიდან  მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსურ დახმარებას 20%-ით შეუმცირებს.

მსოფლიო ბანკი საქართველოსგან კორუფციის აღმოფხვრას, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის ხალშეწყობას, გადასახადების აკრეფის გაუმჯობესებას მოითხოვს.

8 მარტს ჯუდი ო’კონერი საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს და სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური)