Site icon Civil.ge

ანტი-ტერორისტული ომი რუსეთის ინტერესებშია – აცხადაებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

(თბილისი, 16 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ანტი-ტერორისტული ომი რუსეთის ინტერესებში შედის. აშშ სამხედორო ინსტრუქტორების საქართველოსში გაგზავნა, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილია,” განაცხადა 16 მარტის რადიოსადგურ მაიაკისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა.

ივანოვის განცხადებით ამ მხრივ რუსეთი ამერიკისათან ცალმხრივ დათმობაზე არ წასულა.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში მარტის ბოლოსათვის ჩამოვლენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოთხ ბატალიონს გაწვრთნიან.

This post is also available in: English (ინგლისური)