Site icon Civil.ge

გატაცებული მშვიდობისმყოფელები გაათავისუფლეს

(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – გალის რაიონში გატაცებული ოთხი რუსი მშვიდობისმყოფელი გუშინ გაათავისუფლეს.

რუსეთის მხარე ირწმუნება, რომ საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების სამი ოფიცერი და ერთი რიგითი 18 მარტს ქართველმა მეომრებმა გაიტაცეს.

გატაცებული რუსები გასულ კვირას მომხდარი შეტაკების შემდეგ სამშვიდობო ძალების მიერ დაკავებულ ორ ქართველში გაცვალეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გამტაცებელთა ვინაობას არ ასახელებს. 

საქართველოს მებრძოლთა კავშირის “ტყის ძმების” ლიდერი დავით შენგელია უარყოფს, რომ მომხდარში მისი გაერთიანების წევრები იყვნენ ჩართულნი.

This post is also available in: English (ინგლისური)