Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მინისტრებს გადაყენებით დაემუქრა

(თბილისი, 3 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “თუ 2 -3 თვეში დავრწმუნდები, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა მზად არ არის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მე მთავრობას დავითხოვ”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ამ განცხადებამდე პრეზიდენტმა ძალოვანებზე ისაუბრა და კონკრეტულ შემთხვევებზე მათი რეაქცია მოითხოვა.

მასობრივი გამოსვლების მოთხოვნის შედეგად გასული წლის 1 ნოემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთელი აღმასრულებელი მთავრობა დაითხოვა, ხოლო მოგვიანებით მინისტრების პოსტზე თითქმით მთლიანად ძველი კონტინგენტი დანიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური)