Site icon Civil.ge

რუსეთი საქართველოს საზღვართან ფართომაშტაბიან სამხედრო წვრთნას ატარებს

(თბილისი, 3 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს ფართომაშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, იტყობინებიან რუსეთის საინფორმაციო საგენტოებ 3 აპრილს.

წვრთნებში რუსეთის 58-ე არმია იღებს მონაწილეობას. სწავლებების გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია შეიარაღებული პირების საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევის თავიდან აცილება.

გასულ კვირას გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აფხაზეთში შექმნილი დაძაბული სიტუაციის გამო რუსეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მობილიზირებულია 58-ე არმია.

This post is also available in: English (ინგლისური)